პროექტის სახელწოდება - „ ვახტანგ გორგასალი.“
პროექტის მთავარი იდეა - თემა განისაზღვრა მოსწავლეთა მიერ, თბილისის დაარსება, ბრძოლები ირანელებთან და ჩრდილო კავკასიელებთან.
აქტუალობა - ისტორიული კვლევა , ისტორიისადმი სიყვარულის გაღვივება.
პროექტის მიზნები - ინფორმაციის გააზრებისა და მოწესრიგების უნარის განვითარება. მოგზაურობა ისტორიოგრაფიაში. მონაცემთა ფართო ბაზის შექმნა და გამოფენა პრეზენტაციის სახით.
მონაწილეთა ასაკი - 12-13 წელი.
ვადები - 5 დღე.
მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება ისტორიის საგნის მიმრთ. დაკვირვების, რუკაზე მუშაობის, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება.
რესურსები - სახელმძღვანელო, კომპიუტერი, სასკოლო ბიბლიოთეკა, ფანქრები, ფურცლები.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1) პროექტის თემის შერჩევა. კითხვების ჩამოყალიბება.
აქტივობა 2) საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
აქტივობა 3) სამუშაო გეგმის შედგენა.
აქტივობა 4) საპროექტო ჯგუფში ლიდერის არჩევა.
აქტივობა 5)პროექტის შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია
საზ. მეც.V-VI.6. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში არსებული მმართველობის ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჩამოთვლის სხვადასხვა ტიპის მმართველობის სისტემის ძირითად მახასიათებლებს, მათ აღმნიშვნელ ტერმინებს და მართებულად იყენებს მათ;
· ადარებს ერთმანეთს მმართველობის სხვადასხვა ფორმას.
საზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
· განასხვავებს ერთმანეთისაგან მმართველებს ეპოქების მიხედვით ;
· ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;
· დროის სკალაზე აღნიშნავს, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ (ან ხუთ) ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს უძველესი დროიდან დღემდე და ახასიათებს მათ.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანი ნაკაიძე
ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა - nakaidzenani@gmail.com
No comments:
Post a Comment